თელავის საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკის განვითარების პოტენციალის შესახებ საზოგადოებრივიბ აზრის კვლევა დაიწყო
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის ,,მრავალპარტიული დემოკრატიისათვის” (EECMD) ინიციატივით, თელავის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკის განვითარების პოტენციალის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევა დაიწყო.
ორგანიზაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ შარვაშიძეს თქმით, ისინი თელავის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობენ და მათთვის ამ საკითხზე საზოგადოების აზრი მნიშვნელოვანია.
,,კვლევა EECMD–ის ინიციატივით ტარდება. პროექტ Drive Democracy ფარგლებში, სადაც ვმუშაობთ თელავის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების პოლიტიკის დოკუმენტზე. ამის ფარგლებში გვსურს, რომ შევისწავლოთ თელავის საინვესტიციო და ეკონომიკური გარემო და დოკუმენტი იყოს კვლევაზე დაფუძნებული.
ჩვენ გვაინტერესებს რას ფიქრობს თელავის მოსახლეობა იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით და როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა მუნიციპალიტეტში, ამიტომ თითოეული ადამიანის მონაწილეობა კვლევაში უაღრესად მნიშვნელოვანია”,– განუცხადა Knews.ge-ს ნიკოლოზ შარვაშიძემ.