ახალი ამბები

კორონავირუსით ინფიცირებულ ქალს სიცხე და პნევმონია აღენიშნება

კორონავირუსით ინფიცირებულ ქალს, რომელიც ოჯახის სამ წევრთან ერთად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში თბილისიდან ჩამოვიდა, პნევმონია და სიცხე აღენიშნებოდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფლების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, ქალბატონმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოს თავად მიაკითხა.

მისივე თქმით, მოძიებულია მხოლოდ ოჯახის სამი წევრის კონტაქტი, რომელიც აღნიშნულ ქალბატონთან ერთად მგზავრობდა.

,,საავადმყოფოში მოსვლისას ქალბატონს აღენიშნებოდა სიცხე და ასევე პნევმონია. მას ჩაუტარდა PCR ტესტი, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა. 63 წლის ქალი სამედიცინო დაწესებულებაში პირბადით და წესების დაცვით მივიდა. ახლა ის გადაყვანილია თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.