ნელი ხიზანიშვილი – ინფიცირებული ქალი თბილისში ცხოვრობს და ყარაჯალასთან კონტაქტები არ იკვეთება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში სტუმრად ჩამოსული პირის დაინფიცირების შემთხვევა კახეთს არ მიეკუთვნება.
მისივე თქმით, 63 წლის ქალი წარმოშობით ყარაჯლიდან არის თუმცა თბილისში ცხოვრობს და დიდუბის ბაზარში მუშაობს.
,,ეს არ არის კახეთის შემთხვევა, რადგან ქალი სოფელში ორი დღის წინ შვილთან, შვილიშვილთან და სიძესთან ერთად რელიგიურ რიტუალზე დასასწრებად ჩამოვიდა. ის თბილისში ცხოვრობს და დიდუბის ბაზარში მუშაობს.
ყარაჯალაში ჩასვლის შემდეგ, იმავე საღამოს ქალმა თავი ცუდად იგრძნო და მეორე დღეს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს თვითდინებით მიმართა. დააწვინეს სტაციონარში და მოხდა სინჯის აღება, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა. რადგან ქალი თბილისში ცხოვრობს, კონტაქტები ყარაჯალასთან არ იკვეთება”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.