ახალი ამბები

სოფელ ყარაჯალაში ინფიცირებული ქალის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში კონტაქტებისა და წყაროს მოძიების მიზნით, ეპიდემიოლოგთა ჯგუფი უკვე მუშაობს.

მედიკოსები იკვლევენ თუ რამდენ პირთან ჰქონდა კონტაქტი ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულ საკითხზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, სოფელ ყარაჯალაში ოჯახთან ერთად სტუმრად მყოფ შუახნის ქალბატონს „პისიარ“ ტესტის ჩასატარებლად ბიოლოგიური ნიმუში აუღეს, რამაც „კოვიდ-19“-ზე დადებითი შედეგი აჩვენა.

ქალი თელავის რაიონული საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას პნევმონია აღენიშნება.