კორონავირუსით ინფიცირებული ქალი თელავის საავადმყოფოდან თბილისში გადაიყვანეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მყოფი შუახნის ქალბატონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თელავის ცენტრალური საავადმყოფოდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიეყვანეს.
სამეციდინო დაწესებულების დირექტორის, ზურა საჩიშვილის განცხადებით, ინფიცირებული ქალი მათთან გუშინ საკუთარი ფეხით მივიდა.
,,აღნიშნული ქალბატონი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ის ჩვენთან გუშინ 10 საათისთვის შემოვიდა და აღენიშნებოდა პნევმონია.
ავადმყოფი სასწრაფო დახმარების ბრიგადას არ შემოუყვანია, თავად მოვიდა”– განუცხადა Knews.ge-ს ზურა საჩიშვილმა.