ახალი ამბები

ყარაჯალაში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრებსაც იკვლევენ

სოფელ ყარაჯალაში თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის ალასკარ სარდაროვის ინფორმაციით, ქალი რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, სოფელში შვილთან, სიძესთან და მცირეწლოვან შვილიშვილთან სტუმრად იმყოფებოდა.

მისივე თქმით, ქალი ყარაჯალაში 3 დღის წინ ჩამოვიდა.

,,სიძესთან გოგოსთან და შვილიშვილთან ერთად ჩამოვიდა სოფელში ერთ ერთ ოჯახში სამი დღის წინ. ახლა მივდივარ ადგილზე რომ ზუსტი ინფორმაცია გავარკვიო და გავიგო რა ხდება”,– განუცხადა Knews.ge-ს ალასკარ სარდაროვმა.

knews.ge ს ინფორმაციით, ამჟამად კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით ინფიცირებულს 3 დღის განმავლობაში კონტაქტი ჰქონდა არაერთ თანასოფლელთან.