ახალი ამბები

სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.

63 წლის ქალს, რომელიც სოფელში თბილისიდან ჩავიდა, PCR ტესტით covid19 დაუდასტურდა.

ქალი ამ წუთებში თელავის რაონული საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს ადგილობრივი შემთხვევა არ არის. ამ წუთებში, სოფელ ყარაჯალაში, ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ისინი ვირუსის პირველწყაროსა და კონტაქტების მოძიებას ცდილობენ.