კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მიზნობრივი ტესტირება, ხოლო ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 130 ნიმუშის შედეგები ნეგატიურია.
,, ამ დროისთვის კახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1 მოქალაქე. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 3 ლოკაციაზე იმყოფება 116 პირი.
განისაზღვრა სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ნუსხა და ჩატარების წესი. ცვლილებებუს მიღების დღიდან მიზნობრივ ტესტირებას დაქვემდებარებულ უკვე კარგად ცნობილ რისკ-ჯგუფებს ( კარანტინის ბენეფიციარები, კარანტინის პერსონალი, შშმ პირები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვის მძღოლები, საბაჟოს თანამშრომლები, კოვიდ, ცხელების და სხვა სტაციონარების მედპერსონალი, ტუბპაციენტები,), დაემატა: ფსიქიატრიული და ტუბდაწესებულებების პერსონალი, დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი პერსონალი, პირველადი ჯანდაცვის პერსონალი, მათ შორის სოფლის ექიმები და ექთნები, პენიტენციური სამსახურის და შსს თანამშრომლები, ვისაც შეხება აქვთ ბრალდებულთან, საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები.
კოვიდ და ცხელების ცენტრების კონტიგენტის გარდა, ვისაც ტესტირება უტარდება 7 დღეში ერთხელ, დანარჩენ კონტიგენტი ტესტირებას გადის 14 დღის პერიოდულობით.
19 ივნისს აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილი იქნა130 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია”,-განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისი ინფორმაციით, სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 5333 ნიმუში, აქედან 1814 მედპერსონალია, 1867 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, 244 შშმ პირი და 33 ტრაილერის მძღოლი.