ახალი ამბები

კახეთში მუზეუმები 25 ივნისიდან ეტაპობრივად განაახლებენ ფუნქციონირებას

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები დამთვალიერებლისთვის ეტაპობრივად გაიხსნება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, დაწესებულებები დამთვალიერებელს შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებითა და უსაფრთხოების წესების დაცვით მიიღებენ.

,,პირველ ეტაპზე გაიხსნება ის მუზეუმები, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს აკმაყოფილებენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მის დაქვემდებარებაში შემავალი მუზეუმების გახსნის გრაფიკი შეიმუშავა, რომელიც სამ ეტაპს მოიცავს. პროცესი 20 ივნისიდან იწყება და აგვსტოს თვემდე გაგრძელდება.

მუზეუმების გახსნის პირველი ეტაპი 20 ივნისს დაიწყება, 25 ივნისს გაიხსნება სსიპ თელავის ისტორიული მუზეუმი, მეორე ეტაპზე კი, ანუ 1 ივლისიდან მუშაობას განაახლებს სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი; მესამე ეტაპზე, რომელიც 1 აგვისტომდეა, დამთვალიერებლებს უმასპინძლებს სსიპ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შემავლი ყველა მუზეუმი”,–აცხადებენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.