ახალი ამბები

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს სახელწოდებით, „არჩევნები და პოლიტიკაში მონაწილეობა“.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 79% საჭიროდ მიიჩნევს, ქართულ სინამდვილეში ახალი პოლიტიკურ ძალის გამოჩენას.

კვლების ფარგლებში დასმული იყო კითხვა, თუ როგორ აფასებს რიგითი ამომრჩეველი არჩევნებში საკუთარ მონაწილეობას და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების როლს ქვეყნის განვითარებაში. გამოკითხულთა ⅔ საკუთარ როლს კარგად აცნობიერებს და არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ არჩევნებში მისი მონაწილეობით მაინც არაფერი შეიცვლება.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილობდნენ.

კვლევა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა და მთელი ქვეყნის მასშტაბით 1,763 ადამიანი გამოკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.2 პროცენტული პუნქტია.