სიღნაღში მცხოვრებ ნათია სიბაშვილს დახმარება ესაჭიროება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში მცხოვრებ ახალგაზრდას, ნათია სიბაშვილს საზოგადიების დახმარება ესაჭიროება.
მისი მეგობრების თქმით, გოგონას დაუდგინდა თირკმლის უკმარისობის მეოხთე სტადია და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მას ამასთანავე აქვს შაქრიანი დიაბეტი. ახალგაზრდას სასწრაფოდ ესაჭიროება თირკმლის ტრანსპლანტაცია.
,,ნათიას მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ მისი გამოჯანმრთელება დამოკიდებულია დიდ ფინანსებთან, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. ამ ყველაფერს დაემატა ახალი- თვალების პრობლემაც, არის მხედველოდის დაკარგვის საშიშროება. იჯახის შეჭირვებულ მდგომარეობას
ემატება მამის ავადმყოფობა, ყოველი წუთის დაგვიანება აუარესებს ნათიას ჯანმრთელობას. გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერის იმედი. ნათიას უნდა შევუნარჩუნოთ სიცოცხლე და გავახაროთ მისი შვილი”,– განუცხადეს knews.ge-ს ნათია სიბაშვილის მეგობრებმა.
ნათიას მხარდასაჭერად შექმნილია სპეციალური ანგარიშები.
საქართველოს ბანკი: GE58BG0000000101052717
თბს ბანკი: GE18TB7124136010300028
ლიბერთი ბანკი: GE07LB0711105470124640
ბანკის კოდი: LBRTGE22
(ნათიას ტელეფონის ნომერი 574 06 98 28 )