საქართველოს მოსახლეობის 69% ევროკავშირს ენდობა
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად, საქართველოს მოსახლეობის 69% ენდობა ევროკავშირს, ხოლო 77% მიიჩნევს, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს მასთან.
საქართველოს მოსახლეობის 49% დადებითი აზრისაა ევროკავშირზე, ხოლო 7%-უარყოფითად არის განწყობილი.
საქართველოს მოსახლეობის 71%-მა იცის, რომ ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქვეყანას, 69%-ს აზრით ეს მხარდაჭერა ეფექტურია.
2020 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში ჩატარდა, ის 2020 წლის თებერვლიდან მარტამდე გრძელდებოდა. (COVID-19 კრიზისის დაწყებამდე) და იგი ემყარებოდა პირისპირ ინტერვიუებს 1,000 ადამიანისგან შემდგარ რეპრეზენტატულ ჯგუფებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
აღსანიშნავია, რომ ყოველწლიური კვლევები უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს. პირველი კვლევა 2016 წელს ჩატარდა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ხუთ ქვეყანაშიც – აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, სომხეთი და უკრაინა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის შედეგები წარმოდგენილია ეროვნულ ანგარიშებში და კონსოლიდირებულ რეგიონულ მიმოხილვით ანგარიშში.