ქართული რძის ფედერაცია არარეგისტრირებული საწარმოების წინააღმდეგ კამპანიას იწყებს
ქართული რძის ფედერაცია აქტიურ საინფორმაციო კამპანიას იწყებს. კამპანია არარეგისტრირებული საწარმოების საკითხის გარშემო დაიგეგმა.
პროექტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც ჩაერთვება და უახლოეს პერიოდში მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდება.
ბიზნესპარტნიორის ინფორმაციით, იდეა საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტს ეკუთვნის. მისი მიზანი რძის სექტორში ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა და პროდუქციის ხარისხის გაზრდაა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ვიდრე არარეგისტრირებული საწარმოებისთვის სანქციების დაწესება დაიწყება, აუცილებელია მათი სწორად ინფორმირება.