ახალი ამბები

თელავში სასტუმრო-ბუტიკი და ღვინის სალონი გაიხსნება

ისტორიული თელავის შუაგულში მალე ახალი სასტუმრო-ბუტიკი და ღვინის სალონი „Esquisse Boutique Hotel and Wine Saloon Telavi” გაიხსნება.

დაწესებულების ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თანამედროვე სადარბაზო სივრცე უნიკალური დიზაინით, კავკასიონისა და ალაზნის ველის თვალწარმტაცი ხედებით, შესანიშნავი ღვინითა და უგემრიელესი სამზარეულოთი იქნება გამორჩეული.

მათივე ინფორმაციით სასტუმრო ვიზიტორებს შესთავაზებს ორ მაღალი კლასის რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, გარე საცურაო აუზს, დასასვენებელ სივრცეებსა და მოდერნისტული ღვინის მარანს.