ახალი ამბები

თელავის საკრებულო გენგეგმის განხილვას იწყებს

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა.

კომისიის წევრებმა იმსჯელეს მერიის მიერ ინიცირებულ ორ პროექტზე, რომელიც მოიცავს თელავის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების: გენერალური, ქალაქის განაშენიანების და ქალაქ თელავის ცენტრალური მოედნის მოწყობის გეგმებს.

კომისიამ ასევე იმსჯელა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თელავის სატრანსპორტო სამსახურის“ დაფუძნების საკითხზე.
კომისიის თავმჯდომარის, ნანა ხვისტანის ინფორმაციით, ქალაქმშენებლობითი გეგმების დეტალურად განხილვა ფრაქციებსა და კომისიებში დაიწყება.
,,ქალაქმშენებლობითი გეგმების დამტკიცების მიზნით გადავწყვიტეთ, რომ დავიწყოთ ადმინისტრაციული წარმოება, რასაც საკრებულოს მომდევნო სხდომაზე წარვადგენთ და ამის შემდეგ ფრაქციები და კომისიები უკვე სიღრმისეულად განიხილავენ გეგმებს.

მეორე ა(ა)იპ „თელავის სატრანსპორტო სამსახურის“ დაფუძნების შესახებ საკითხია. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეკომენდაცია გავუგზავნოთ მერიას, რათა წარმოგვიდგინონ უფრო დეტალური ანგარიში, რის შემდეგაც გაგვიადვილდება გადაწყვეტილების მიღება”,– განუცხადა knews.ge-ს ნანა ხვისტანმა.