ახალი ამბები

ახალსოფელში მცხოვრებ 34 წლის იოსებ ვარძელაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მცხოვრებ 34 წლის იოსებ ვარძელაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

მას თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. იოსებ ვარძელაშვილი უსინათლოა, ასევე დაავადებულია ეპილეფსიით. ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ექიმებმა ოპერაციის გაკეთებაზე უარი განაცხადეს და მკურნალობის ერთადერთი გზა ქიმიო და სხივური თერაპიაა, რაც თანხებთანაა დაკავშირებული. ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს. მას ჰყავს სამი შვილი, ავადმყოფი დედა და ძმა.

დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ საბანკო რეკვიზიტზე:
GE22TB7376445061100097
მიმღები ინეზა ვარძელაშვილი.