ახალი ამბები

,,ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს პლატონ კალმახელიძე უხელმძღვანელებს

,,ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს თელავში, კახეთის გუბერნატორის მოადგილე პლატონ კალმახელიძე უხელმძღვანელებს.

მისი განცხადებით უცნობია თუ როდის დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად. იგი განმარტავს, რომ კამპანია შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე განსხვავებული ფორმატით განხორციელდება.

,,პანდემიის გამო მოსახლეობასთან შეხვედრების ფორმატი და წინასაარჩევნო კამპანია, რა თქმა უნდა იქნება განსხვავებული. ეს კი აუცილებლად შესაბამისობაში იქნება მთავრობის მიერ მიღებულ სხვადასხვა გადაწყვეტილებებთან და არც წინასაარჩევნო კამპანია იქნება გამონაკლისი.

რა ფორმით შევა ცვლილებები ამ მიმართულებით, ცნობილი გახდება მას შემდეგ რაც დადგინდება არჩევნების ჩატარების თარიღი და კონკრეტული გეგმა. რასაც შესაბამისად, მოჰყვება გარკვეული ინსტრუქციები’’,– განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.