კახეთში 118 ადამიანს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა
კახეთის რეგიონიდან გუშინ ლუგარის ლაბირატორიაში, კორონა ვირუსზე, კახეთის რეგიონიდან გაგზავნილი 118 მოქალაქის ნიმუში გამოიკვლიეს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, ყველა ტესტის შედეგი უარყოფითია. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, 15 ივნისიდან “კოვიდ-19”-ზე კიდევ უფრო მეტი რისკ ჯგუფის გამოკვლევა დაიწყეს.
“ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში არავინ არ იმყოფება. კარანტინში 3 ადგილას მოთავსებულია 71 მოქალაქე. 15 ივნისს მიღებული საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით, განისაზღვრა სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ნუსხა და ჩატარების წესი. ამ დღიდან მიზნობრივ ტესტირებას დაქვემდებარებულ უკვე კარგად ცნობილ რისკ-ჯგუფებს – კარანტინის ბენეფიციარებს, მათ პერსონალს, შშმ პირებს, მათ მომვლელებს, საერთაშორისო გადაზიდვის მძღოლებს, საბაჟოს თანამშრომლებს, ცხელების და სხვა სტაციონარების მედპერსონალს, ტუბერკულოზით ინფიცირებულ პაციენტებს დაემატა: ფსიქიატრიული და ტუბდაწესებულებების პერსონალი, დიალიზზე მყოფი პაციენტები, მათი მომსახურე პირები, პირველადი ჯანდაცვის პერსონალი, მათ შორის სოფლის ექიმები და ექთნები, პენიტენციური სამსახურის და შსს თანამშრომლები, ვისაც შეხება აქვთ ბრალდებულთან, საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები.
კოვიდ და ცხელების ცენტრების კონტიგენტის გარდა, რომელსაც ტესტირება უტარდება 7 დღეში ერთხელ, დანარჩენ კონტიგენტს 14 დღის პერიოდულობით იკვლევენ.
17 ივნისს აღებული ლუგარის ცენტრში 118 ნიმუში გაგზავნეს. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 5176 ნიმუში, საიდაც კორონავირუსზე 1735 მედპერსონალი, კარანტინის 1850 ვიზიტორი და სასტუმროს პერსონალი, 243 შშმ პირი და ტრაილერის 33 მძღოლია გამოკვლეული.