ახალი ამბები

20 ივნისამდე კახეთში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

17 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 20 ივნისამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის კახეთშიც, მოსალოდნელია წვიმა ელ-ჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება და წყალმოვარდნები.

,,მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმამ, ასევე მაღალი ტემპერატურის ფონზე მყინვარების ინტენსიურმა დნობამ შესაძლებელია გამოიწვიოს საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები. ასევე 20 ივნისამდე მოსალოდნელია სეტყვა”,- აცხადებენ გარემოს ეროვნული საგენტოში.