ფოტოხაფანგმა მურა დათვი ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე დააფიქსირა
მურა დათვი, რომელის სახეობაც გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც იგი „გრიზლის“ სახელითაა ცნობილი, ფოტოხაფანგმა ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე დააფიქსირა.
იგი ბინადრობს უმთავრესად მთლიანი ტყის მასივებში, კავკასიისა და შუა აზიის მთებში, მისი რაოდენობა მცირერიცხოვანია. ზოგან განადგურდა. იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით.
შემოდგომაზე ბუნაგში წვება და ზამთრის ძილს ეძლევა. სძინავს 75-195 დღე. ზამთრის ძილი ზერელეა, ცხოველი საშიშროების შემთხვევაში ტოვებს ბუნაგს, იწყებს ხეტიალს და იკავებს ახალ ტერიტორიას. სამხრეთში, სადაც ზამთარი მცირეთოვლიანია, მურა დათვი განსხვავდება ასევე იმით, რომ ბუნაგში არ წვება.