ახალი ამბები

ნადიკვრის პარკს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება – ვიდეო

თელავში “ნადიკვრის” პარკის ფანჩატურების და ტერასების სარეაბილიტაციო სამუშაოების რეკონსტრუქცია უახლოეს მომავალში იგეგმება.

პროექტის ფარგლებში 2020 წლის ბოლომდე დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.

“ბიუჯეტიდან გამოყოფილია 315 410 ლარი, ტენდერი უკვე დასრულებულია ახლა შერჩევის პროცესში ვართ, გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 2020 წლის ბოლომდე დასრულდება. ასევე გვაქვს სამი სკვერის მოწესრიგებისა და რეაბილიტაციის სამომავლო გეგმა, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ,” –  განუცხადა knews.ge ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა დავით ქსოვრელიშვილმა.

ავტორები: მარიამი ოქროცვარიძე

თორნიკე ხალხელაური