პრემიერი – ჩვენ სწრაფად უნდა გამოვავლინოთ კორონა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები
ჩვენ სწრაფად უნდა გამოვავლინოთ კორონა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები, შემდგომ უნდა ვუმკურნალოთ, რომ ადამიანები სწრაფად დავაბრუნოთ ეკონომიკურ საქმიანობაში, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან კახეთში გამართული შეხვედრისას.
გიორგი გახარიას განმარტებით, ბოლო დღეებში კორონა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა, რისთვისაც სახელმწიფო მზად იყო.
“ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც სწრაფად გამოავლენს ინფიცირების ფაქტს, სწრაფად უმკურნალებს მოქალაქეს და ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნებს, ამიტომ დღეს თუ ჩვენ გვაქვს ინფიციერების შემთხვევების ოდენავი ზრდა, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით. შემიძლია გითხრათ, რომ თუ ლუგარის ლაბორატორიაში კრიზის დაწყებისას დღეში ტარდებოდა 100-150 PCR ტესტს, დღეს ლაბორატორიას შეუძლია გააკეთოთ 4500 ტესტი”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
საქართველოს მთავრობის მეთაური ამ წუთებში ტურისტულ კომპლექს “ლოპოტაზე” საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება.