ახალი ამბები

სოფელ ოჟიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი დაიღუპა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი დაიღუპა. შემთხვევა სკოლის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონამ, რომელიც სკოლაში დედასთან ერთად წიგნების ჩასაბარებლად იყო მისული, საავტომობილო გზაზე გადაირბინა, რა დროსაც მას „ჯიპის“ ტიპის ავტომობილი დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გამოძიება.