ხასო ხანოშვილი- სპეცოპერაციისას დაკავებული პირი ჩვენთან სტუმრად რამდენჯერმე იყო
პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი ხასო ხანგოშვილი აცხადებს, რომ სპეცოპერაციისას დაკავებული პირი მათთან სტუმრად რამდენჯერმე იყო.
ხანგოშვილის თქმით, აღნიშნული პირი ბოლოს მისმა შვილმა გააცილა თბილისში.
„გუშინ პოლიცია მოვიდა, დაათვალიერეს ოთახები. რას ეძებდნენ, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, ვერაფერი ნახეს. ჩემ შვილზე მითხრეს, აუცილებლად დავკითხავთო, დანარჩენი ინფორმაცია არ ვიცი“, – განაცხადა ხანგოშვილმა.
მისივე განმარტებით, სპეცოპერაციისას დაკავებული პირი მისმა შვილმა ორი თვის წინ გაიცნო.
ცნობისთვის, გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც ერთი პირი, ეთნიკურად ჩეჩენი დააკავეს.