კახეთში კორონავირუსზე უკვე 5000-მდე მოქალაქე გამოიკვლიეს
კახეთის რეგიონში კორონავირუსზე გამოკვლეული 20 მოქალაქის ნიმუშის ტესტირების პასუხი უარყოფითია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა, რომ რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია და ამ დრომდე “კოვიდ-19”-ის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება. როგორც “კახეთის ხმას” ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, ლუგარის ლაბორატორიაში რეგიონიდან გაგზავნილ 4700-ზე მეტ ნიმუშს ჩაუტარდა ტესტირება.
“თვითიზოლაციაში არავინ არ იმყოფება. კარანტინში, 4 ადგილას, მოთავსებულია 150 მოქალაქე. 11 ივნისს ლუგარის ცენტრში გავგზავნეთ 20 ნიმუში. ყველა ტესტირების შედეგი უარყოფითია. კახეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილურობის გამო ე.წ. ცხელების კლინიკები გაუქმდა და ისინი იმ პაციენტებთან ერთად, რიმლებსაც მომატებული ტემპერატურა აღენიშნებათ, სხვებსაც მიიღებენ. “, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.