ქარმა ყვარელი-ლაგოდეხის გზაზე ხე მოგლიჯა
ქარმა ყვარელი- ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე ხე მოგლიჯა, თუმცა ავტომობილებით გადაადგილება რამდენიმე წუთის განმავლობაში მხოლოდ ნაწილობრივ შეფერხდა.
ამ წუთებში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ქარის გარდა, ყვარლის მუნიციპალიტეტში სეტყვაც იყო. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას მერის წარმომადგენლები სწავლობენ.