ძლიერმა სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა
ძლიერი სეტყვა და ქარი იყო ყვარლის მუნიციპალიტეტში.
წინასწარი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სამი სოფელი, შილდა, საბუე და ალმატი დაისეტყვა. ძლიერმა ქარმა, ყვარლის საავტომობილო გზაზე ხეები წააქცია. გზის გასაწმენდად, სამშველო სამსახურები ამ წუთებშიც მუშაობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ უამინდობა, დაახლოებით ოც წუთს გრძელდებოდა.
,,სეტყვა დაახლოებით ოც წუთს გრძელდებოდა. ქროდა ქარიც. ვენახების 70- 80 პროცენტი განადგურებულია”, – განაცხადა სოფელ შილდის მკვიდრმა, დავით დინგაშვილმა.
ვენახების გარდა, ყვარლის მუნიციპალიტეტში დასეტყვილის საკარმიდამო ნაკვეთებიც. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.