ახალი ამბები

ყვარელში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას სწავლობენ

ყვარლის მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას უკვე სწავლობენ.

ცოტა ხნის წინ სეტყვა იყო ყვარლის მუნიციპალიტეტში, ხოლო უხვი ნალექის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლის ეზო და პირველი სართული დაიტბორა. “კახეთის ხმის” ინფორმაციით, ამ დროისთვის, სახანძრო – სამაშველო სამსახურმა წყლის ამოტუმბვა უკვე შეძლო.

სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და ვენახების დაზიანების შესახებ კი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.