ახალი ამბები

კახეთში ორი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 60 წლამდე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და 50 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს პოლიციამ ყვარელში, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები, საბრძოლო ვაზნები, 1 მცირეკალიბრიანი შაშხანა და 2 სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

უწყების ინფორმაციით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.