ახალი ამბები

მრავალფეროვნების სკოლაში განაცხადების მიღება დაიწყო

არასამთავრობო ორგანიზაცია „ირის ჯგუფი – მრავალფეროვნების მართვა“ იწვევს საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ 18-26 წლის ახალგაზრდებს პროგრამა „მრავალფეროვნების სკოლაში“ მონაწილეობის მისაღებად.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ პროგრამა უფასოა და მის ფარგლებში, ახალგაზრდები შეისწავლიან აქტიური მოქალაქეობის, დემოკრატიისა და მრავალფეროვნების საკითხებს, განივითარებენ პროექტების დაგეგმვისა და მართვის უნარ-ჩვევებს.

მათივე ინფორმაციით, მონაწილეებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, რომ შეხვდნენ და გაიცნონ თანამოაზრეები, მათთან ერთად დაგეგმონ და განახორციელონ საკუთარ იდეებზე აგებული სოციალური პროექტები თავიანთ რეგიონებში.

,,მრავალფეროვნების სკოლა არის აქტიური მოქალაქეობის პროგრამა, რომელიც 2012 წლიდან ხორციელდება საქართველოში. პროგრამის აქტივობები რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. თითოეული მონაწილე ესწრება სამ სხვადასხვა სემინარს  აგვისტოში, სექტემბერსა და დეკემბერში ქართველ და უცხოელ მოწვეულ ტრენერებთან ერთად. ამასთანავე, ახორციელებს საკუთარ ინიციატივას საქართველოს რომელიმე კუთხეში სექტემბერი-ნოემბრის თვეების განმავლობაში. პროგრამა ფარავს მონაწილის კვების, საცხოვრებლისა და მოგზაურობის ხარჯებს.

 სკოლას სურს, ხელი შეუწყოს საქართველოში პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბებასა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას. ეს არის პროგრამა ახალგაზრდებისთვის, ვისაც აინტერესებთ სამოქალაქო აქტივიზმი, სურთ პიროვნული განვითარება და საკუთარი იდეების განხორციელება. ელექტრონული განაცხადი და მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია განცხადებაში ან პროგრამის ვებ-გვერდზე. მრავალფეროვნების სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვიდეოშიც.

“ირის ჯგუფი – მრავალფეროვნების მართვა” არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2010 წელს თბილისში დაარსდა. ორგანიზაციის სამიზნე ჯგუფი არის ახალგაზრდობა. ირის ჯგუფი ცდილობს, თავისი საქმიანობით ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განვითარებას, მათი პოტენციალის წარმოჩენას და რეალიზებას მრავალფეროვნების საკითხების გამოყენებით. ორგანიზაციას სურს, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებს, რომ მათ აქტიური ჩართულობით წვლილი შეიტანონ თავიანთი საზოგადოების ფორმირებაში”, – აცხადებენ არასათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

პროგრამაში განაცხადების მიღება გრძელდება 26 ივნისის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე +995591164442

( საკონტაქტო პირი ანა ვირსალაძე || ana.virsaladze@diversityschool.net)