თელავიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსით მზგავრობის ღირებულება 1 ლარით გაძვირდა
თელავიდან თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსით მზგავრობის ღირებულებამ მოიმატა.
როგორც “კახეთის ხმას” თელავის ავტოსადგური “როკის” დირექტორმა მალხაზ ნაცვლიშვილმა განუცხადა დედაქალაქის მიმართულებით გადაადგილების ფასი 8 ლარი გახდა.
“ბაზარზე ძალიან გაძვირდა ავტომობილების ნაწილები, თუმცა თელავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ფასმა მხოლოდ 1 ლარით მოიმატა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, რომ მგზარობისას მძღოლი და ყველა მგზავრი უნდა ატარებდეს პირბადეს. როდესაც მძღოლები დღის ბოლოს რეისებს დაასრულებენ ყველა სამარშრუტო ტაქსში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება”.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა.