თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება
ახალ covid-19- თან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარების და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმატებით გადავიდა დისტანციური სწავლების ფორმაზე.
რომლის წარმართვისათვის უმოკლეს დროში იქნა მოძიებული სასწავლო პროცესისთვის შესაბამის ელ. პლატფორმები, ჩატარდა ტრენინგები და შემუშავდა ვიდეო ინსტრუქციები პერსონალისა და სტუდენტებისათვის.
“27 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით უნივერსიტეტში დისტანციური ფორმით ჩატარდა შუალედური გამოცდებიც. მიმდინარე წლის წლის 22 ივნისიდან კი დაიწყება ზაფხულის სესიები, რომელიც 2020 წლის 5 ივლისს დასრულდება. დამატებით საგამოცდო პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 6-19 ივლისი.
სტუდენტთა იმ მცირე რაოდენობისთვის, რომლებიც სასწავლო პროცესში ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ჩაერთნენ, სასწავლო კურსები ჩატარდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეზღუდვების დასრულების შემდეგ, ინტენსიური ფორმით, სილაბუსით რეკომენდირებული საკონტაქტო საათების სრული გათვალისწინებით. “,-განუცხადა knews.ge-ს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო კახაშვილმა.