ახალი ამბები

მიკროავტობუსით მგზავრობა გურჯაანიდან თბილისის მიმართულებითაც გაძვირდა

სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ღირებულებამ გურჯაანიდან დედაქალაქის მიმართულებითაც მოიმატა.

მიკროავტობუსების მძღოლების ინფორმაციით გურჯაანი-თბილისის მიმართულებით გადაადგილება 7 ლარამდე გაიზარდა. გურჯაანის ავტოსადგურის მენეჯერის განმარტებით მგზავრობის გაძვირების მიზეზი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დაწესებული რეკომენდაციები გახდა.

“მძღოლებს არ აქვთ მიკროავტობუსში 10 კაცზე მეტის ჩასმის უფლება. შესაბამისად, ისინი იძულებული არიან, მგზავრობა გააძვირონ”, – განაცხადა გურჯაანის ავტოსადგურის მენეჯერმა.