მოქალაქეების დაჭრის საქმეზე დაკავებული დედოფლისწყაროს საკრებულო წევრი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს
მოქალაქეების დაჭრის საქმეზე დაკავებული დედოფლისწყაროს საკრებულო წევრი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
ორი მოქალაქის დაჭრის საქმეზე დაკავებული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ჭ.-ს და 1994 წელს დაბადებულ მ.ჭ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართსლის კოდექსის117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საკრებულოს წევრს 7-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.