დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
შესაბამისი გადაწყვეტილება 27 მაისს კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა. გიორგი გახარიამ განახადა, რომ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს.
მგზავრებს ტრანსპორტში რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. კერძოდ კი, მგზავრობისას მგზავრებმა უნდა ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.
საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის პანდემიის გამო სამარშრუტო ტაქსებით საქალაქთაშორისო გადაადგილება 23 მარტს შეიზღუდა.