სოფელ ვაჩნაძიანში მრავალფუნქციური კომპლექსი, ღვინის საწარმო და სასტუმრო მოეწყობა
პროექტ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის“ ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მრავალფუნქციური კომპლექსი, მათ შორის ღვინის საწარმო და არანაკლებ 10 ნომრიანი სასტუმრო მოეწყობა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1 5000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.
საინვესტიციო პროექტის მხარდასაჭერად შპს „ვაჩნაძიანის ზვრებს“ სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე 14 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ელექტრონულ აუქციონზე გადაეცა.