ფოტოხაფანგმა ლაგოდეხის ნაკრძალში მურა დათვები დააფიქსირა
ფოტოხაფანგმა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მურა დათვები დააფიქსირა.
დათვი მტაცებელი ცხოველია, თუმცა სხვებისგან განსხვავებით ყველაზე ნაკლებად ჭამს ხორცს. დათვები ზანტად დადიან, მაგრამ საშიშროების შემთხვევაში ადამიანზე სწრაფად, 50 კმ/სთ სიჩქარით დარბიან. მურა დათვი შეტანილია “წითელ წიგნში”.