კახეთში 116 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად კიდევ 116 მოქალაქის ნიმუში გაიგზავნა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით ყველა ტესტირების შედეგი უარყოფითია.
როგორც knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, რეგიონიდან ლუგარის ცენტრში კოვიდ ინფექციაზე დღემდე 4396 ნიმუში გამოიკვლიეს.
“ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 8 მოქალაქე. 7 ადამიანს მოეხსნა ეს რეჟიმი. კარანტინში, 5 ადგილას, კი 176 მოქალაქეა მოთავსებული.
გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფებს იკვლევენ, კერძოდ მედიკოსებს, შშმ პირებს, მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარებს, მათ მომვლელებს, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლებს, კარანტინში მყოფ პირებსა და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალს.
4 ლუგარის ცენტრში გაიგზავნა 116 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და უარყოფითია. კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 4396 ნიმუში, საიდანაც 1363 მედიკოსი, 1654 კარანტინის ვიზიტორი და სასტუმროს პერსონალი, 223 შშმ პირი და ტრაილერის 28 მძღოლი გამოიკვლიეს”, – აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.