საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლოა გაძვირდეს
შესაძლოა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილების ღირებულებამ მოიმატოს.
ადგილობრივების თქმით, რეგიონებიდან სხვადასხვა მუნიციპალიტეტის და თბილისის მიმართულებით მინივენებით მგზავრობა, რომელიც ახლა გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა, უკვე გაძვირდა.
მძღოლების განმარტებით, იმის გამო, რომ ავტომობილში 4-ის ნაცვლად მხოლოდ 2 მგზავრის ჩასმაა შესაძლებელი, იძულებულნი გახდნენ მგზვარობის ფასი მოემატებინათ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების კი ამ ეტპაზე ვერ აკონკრეტებენ გაიზრდება თუ არა სამარშუტო ტაქსებით გადააგდილების ფასი. მათი ინფორმაციით, ამის შესახებ მომავალი კვირიდან გახდება ცნობილი.
გაორმაგებული ფასები, ამჟამად, მხოლოდ მინივენებზე და ტაქსებზე მოქმედებს.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა 8 ივნისიდან აღდგება.