6 ივნისამდე საქართველოში წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
დღეიდან 6 ივნისამდე საქართველოში, მათ შორის კახეთში ამინდი გაუარესდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ივნისს, დღის ბოლოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. სინოპტიკოსები ზოგიერთ რაიონებში სეტყვასაც ვარაუდობენ.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.
ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება აღინიშნოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.