კახეთში მზის პანელები დამონტაჟდა
საქართველოს მასშტაბით უშუქო სოფლებში მუდმივად მაცხოვრებელი ოჯახებისთვის კახეთის რეგიონში მზის პანელები დამონტაჟდა.
მზის პანელები კახეთის გარდა, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთისა და აჭარის 16 მუნიციპალიტეტის 87 სოფლის 207 ოჯახისათვის დამონტაჟდა.
2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა, აღნიშნულია, რომ მშენებლობა-ლიცენზირების და კვლევის ეტაპზეა ჯამში 5 მზის ელექტროსადგურის პროექტი.