კახეთში 24 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კახეთის რეგიონიდან გუშინ ლუგარის ცენტრში კორონავირუსზე გამოსაკვლევად კიდევ 24 საკვლევი მასალა გაგზავნეს.
თვითიზოლაციაში იმყოფება 11 მოქალაქე. 1 მოქალაქე მოიხსნა თვითიზოლაციიდან. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 6 ლოკაციაზე იმყოფება 143 მოქალაქე.
ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები. 1 ივნისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 24 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია.
სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 4169 ნიმუში, აქედან 1326 მედპერსონალია, 1525 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი – 223, ტრაილერის მძღოლი 24.