საგარეჯოში უბედურ შემთხვევას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვიანში უბედური შემთხვევა მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, 70 წლამდე ასაკის ქალს, პურის ცხობის დროს ფეხი აუცდა და ანთებულ თონეში ჩავარდა.
ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მისი დახმარება ვერ მოახერხეს.
მიღებული მძიმე დამწვრობის შედეგად, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
ექსპერტ- კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს.
მომხდარ ფაქტზე, გამოძიება უკვე დაწყებულია.