ახალი ამბები

სოფელ ველისციხეში საკვირაო ბაზარმა მუშაობა განაახლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ ველისციხეში საკვირაო ბაზარი გაიხსნა. 

როგორც knews. Ge-ს სოფელში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ნათია თათარაშვილმა განუცხადა, ბაზარში, სადაც ამ ეტაპზე ბოსტნეული იყიდება, ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

მისივე განმარტებით, ბაზარში ხორცის და რძის პროდუქტების გაყიდვა ერთ თვეში დაიწყება, რადგან აუცილებელია სპეციალური მაცივრების მოწყობა.

,,საკვირაო ბაზარში ყველა სტანდარტი და მოთხოვნა დაცულია. მიმდინარეობს მანქანების საბურავების დეზინფექცია, ყველა შემსვლელი და გამომსვლელი პირის თერმოსკრინინგი, დისტანცია დაცულია მიმდინარეობს სადეზენფექციო სამუშაოები.
ამ ეტაპზე ბაზარში მხოლოდ ბოსტნეულის გაყიდვაა დაშვებული, რაც შეეხება ხორცს და რძის პროდუქტებს, რადგან აღნიშნული პროდუქტების გაყიდვის მიზნით აუცილებელია სათანადო მაცივრების მოწყობა. აღნიშნული სამუშაოები სავარაუდოდ ერთ თვეში დასრულდება და მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი ხორცის და რძის ნაწარმის რეალიზაცია”,- აღნიშნა knews. Ge-სთან საუბრისას ნათია თათარაშვილმა.

ფოტო: ტელეკომპანია გურჯაანი