ლაგოდეხში კოღოს საწინაღმდეგო წამლობის დაწყებას ითხოვენ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ტრანსმისიული დაავადებების გადამტანების – კოღოების საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებების დაწყებას ითხოვენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად კოღოები მომრავლდნენ, რაც სხვადასხვა დაავადების გავრცელების საფრთხეს ქმნის.
ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას კოღოს საწინააღმდეგო წამლით დასახლებული პუნქტების, წყალსატევებისა და დაჭაობებული, მწერების კვერცხდების ადგილების დამუშავებას სთხოვენ.
„რაც დათბა, კოღოებიც მომრავლდნენ. საშიშია, სხვადასხვა დაავადება გადააქვთ. ხელისუფლებას ვთხოვთ დახმარებას“, – განუცხადა „კახეთის ხმას“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა თამარ ყარალაშვილმა.