ახალი ამბები

სკოლებში სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდება

საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდება.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო და კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სკოლების მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურ რეჟიმში უტარდება.

“ყველაფერს თავი შეძლებისდაგვარად კარგად გავართვით, მოსალოდნელზე კარგადაც კი. სასწავლო პროცესმა თითქმის კარგად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩაიარა”,– განუცხადა knews.ge-ს თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლევან მრელაშვილმა.