დედოფლისწყაროში კორონავირუსით ინფიცირებული მძღოლის კონტაქტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
დედოფლისწყაროში მცხოვრები კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქესთან კონტაქტში მყოფ ყველა ადამიანი კორონავირუსზე გამოიკვლიეს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა, რომ არც ერთ მათგანს “კოვიდ-19” არ დაუდასტურდა.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ე.წ. ტრაილერის მძღოლის ოჯახის წევრები და მასთან კავშირში მყოფი კიდევ ერთი ადამიანი გადავლენ კარანტინში.
“გუშინ კორონავირუსით ინფიცირებული მძღოლის 10-მდე კონტაქტი გავგზავნეთ ლუგარის ცენტრში. არც ერთს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ინფიცირებული მოქალაქის ორი შვილი მეუღლე და ადამიანი, რომელმაც მისი მანქანა წაიღო, გადავლენ კარანტინში. დანარჩენ ხუთი კონტაქტს არ სჭირდება კარანტინი, რადგან მათ კავშირი ჰქონდათ მის მეუღლესთან და არა ინფიცირებულთან”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, კახეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება.