ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსზე 32 მოქალაქის ნიმუშის ტესტირების შედეგი უარყოფითია

კახეთიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე კიდევ 32 მოქალაქის ნიმუში გამოიკვლიეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა საკვლევი მასალის ტესტირების შედეგი უარყოფითია. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, კარანტინში, 5 ადგილას, 114 მოქალაქეა მოთავსებული.

“თვითიზოლაციაში 12 მოქალაქე იმყოფება, სპეციალისტების მეთვალყურეობა 2 ადამიანს მოეხსნა. დღემდე კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 4078 ნიმუში, საიდანაც 1300 მედპერსონალს ეკუთვნის, 1524 კარანტინის ვიზიტორებსა და სასტუმროს პერსონალს. გარდა ამისა, კოვიდ ინფექციაზე 223 შშმ პირი გამოიკვლიეს”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.