ჟურნალისტი კულინარის წარმატების რეცეპტი
თამარ მარშანიშვილი, რომელიც 13 წლიდან ჟურნალისტია, ამჟამად თელავში კულინარად მუშაობს.
თამარმა ჟურნალისტური კარიერა თბილისში 8 თვის წინ დატოვა და თელავში გადმოვიდა სამუშაოდ.
კულინარი ამბობს, რომ ეს პროფესია მისთვის ახალი აღმოჩენაა.
“თავიდან ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჟურნალისტობიდან კულინარობას შევითავსებდი. ჩემი კულინარიაში გადმოსვლა განაპირობა იმან, რომ ინტერვიუ მქონდა ჩვენს შეფთან – ვაკო ვაშაკაშვილთან, რომელმაც ნახა, რომ თან ჟურნალისტი ვიყავი და თან საცხობში ვმუშაობდი, აქედან წამოვიდა შემოთავაზება, რომ კახეთში წამოვსულიყავი სამუშაოდ.
დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი ამის შესახებ, რადგან კახეთში ნაცნობიც კი არავინ არ მყავდა არათუ ნათესავი. გავრისკე და გამიმართლა, სრულიად ახალი პროფესია აღმოვაჩინე”, –
განუცხადა knews. Ge – ს თამარ მარშანიშვილმა.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე, ზურა არჩემაშვილი