ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსი 87 მოქალაქეს არ დაუდასტურდა

კახეთიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილ კიდევ 87 ნიმუშს PCR მეთოდით გამოკვლევა ჩაუტარდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, ყველა ტესტირების შედეგი უარყოფითია.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ სტაბილურია.

“დღეის მდგომარეობით “კოვიდ-19” -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება.
თვითიზოლაციაში იმყოფება 14 მოქალაქე. 5 ადამიანი მოიხსნა ამ რეჟიმიდან.

კარანტინში, 5 ადგილას კი იმყოფება 179 მოქალაქე. ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.

29 მაისს ლუგარის ცენტრში 87 ნიმუში გაგზავნეს. არც ერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურდა”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.